logo
ENG



თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა

12 აპრ 202022:01
3 წუთის საკითხავი
 
7bvgvv71ibrb4mn.png

კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.

'საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!' - ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 


close დახურვა