თბილისის ე.წ. ახალ გზაზე, წვიმის შედეგად, ფერდიდან მიწის მასა ჩამოიშალა. აღნიშნულის გამო დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გზა პარალიზებული იყო. ასევე მიწის მასის ჩამოშლის დროს დაზიანდა ერთი ავტომობილი, თუმცა ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
სპეციალურმა სამსახურებმა დასუფთავების სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაასრულეს. ამ ეტაპზე თბილისის ე.წ. ახალ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
"დაახლოებით 1 საათის წინ ჩამოვარდა გარკვეული სიდიდის ქვა. ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავების სამსახური. მიწის მასის ჩამოშლა ხდება უხვი ნალექების პერიოდში, თუმცა მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა", - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.