ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, კომპანია ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქ. N85-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც 15 აგვისტოს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ბეჟანიშვილის N 1-27 (კენტებს), ჭყონდიდელის N 65-111 (კენტებს), წიწამურის, ნათაძის, ბაგინეთის და მექანიზაციის N 6-10 (ლუწებს) ქუჩებს.
ამასთან, GWP ტექნიკურ სამუშაოებს, ვაკის რაიონშიც - ჭავჭავაძის გამზ. N76-თან ჩაატარებს.
ამის გამო 15 აგვისტოს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ჭავჭავაძის გამზ. N39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის N 1, 2ა, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ციციშვილის, ვახტანგ ლეჟავას და სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩებს.