თბილისის ზოოპარკში, აფრიკულ ზოლიან ძაღლს ლეკვები შეეძინა.
ცხოველები დედაქალაქში 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ჩამოიყვანეს და ეს მათი პირველი ნამატია.
დედას შვილები გარეთ იშვიათად გამოჰყავს, ამიტომაც მათი ნახვა ჯერ მხოლოდ სათვალთვალო კამერებით მოხერხდა.
აფრიკული ზოლიანი ძაღლი, ნაშიერებთნ ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ ზოოპარკში დაბინავდა.