logo
ENG



თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერები დაამონტაჟეს

27 ივლ 202015:17
3 წუთის საკითხავი
 
hc9w1tz8pb71uar.jpg

თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერები დაამონტაჟეს. 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბანერების დამონტაჟებას ბოლო 3 წლის განმავლობაში იმ ბავშვების მშობლები ითხოვდნენ, რომლებიც ამ ადგილას დაიღუპნენ.

ბანერები კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დააყენა. ამასთან, როგორც "ფორმულას" თბილისის მერიაში განუცხადეს, ტერიტორიაზე ძველი ბანერების განახლება მოხდა. 

ცნობისთვის, აღნიშნულ ამბავზე სიუჟეტი "დროებამ" გააკეთა.

სიუჟეტში "სიკვდილის ზონა" ხაზგასმულია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული სწორედ ამ ადგილებში 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი, 21 ივლისს კი ამ ადგილმა კიდევ ორი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა.

ერთ-ერთი დაღუპული მოზარდის მამამ, ალეკო ცქიტიშვილმა თავის თანამოაზრეებთან ერთად კამპანია "იცურე მშვიდად" წამოიწყო, რომლის მიზანი წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

 


close დახურვა