თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა და მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა ქალი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით მიმდინარეობს, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.