თბილისის ზღვაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. "ფორმულას" ინფორმაციით დაკავებულია დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გახსნას ადასტურებენ, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ. უწყების განმარტებით, ერთი მამაკაცი დაკავებულია, როგორც ბრალდებული.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ოჯახი მის ძმისშვილს უკვე რამდენიმე დღეა ეძებს.
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.