თბილისის ზღვის კლუბში, ნაპირზე, კატერს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაცია „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
