logo
ENG



თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ფოთის ჰოსპიტალიდან 18 წლის გოგო გადაიყვანეს

27 თებ 202007:33
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ფოთის ჰოსპიტალიდან 18 წლის გოგო გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

მედიკოსების ინფორმაციით, გოგო 2 კვირის წინ იტალიაში იმყოფებოდა. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში კი გრიპის მახასიათებელი სიმპტომით მან ფოთის ჰოსპიტალს მიმართა. 

"შემოვიდა 18 წლის გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. გოგონა იტალიაში იმყოფებოდა მოგზაურობით. ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დაეწყო ჩივილები. კერძოდ: ხველა, ცხვირის გადაჭედვა, ტემპერატურა. ამის შემდეგ მიმართლა კლინიკას, მოთავსდა ინფექციურ ბოქსში“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.


close დახურვა