logo
ENG



თბილისის იუსტიციის სახლში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

03 მარ 202016:02
3 წუთის საკითხავი
 
z77l40irv07gcat.jpg

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დამუშავდა როგორც მომსახურების დარბაზები და ოპერატორთა მაგიდები, ისე ყველა ის სართული, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სარგებლობენ. კერძოდ, დეზინფექცია ჩაუტარდა თბილისის იუსტიციის სახლის სამუშაო ოთახებს, დერეფნებს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს.

"სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება პარალელურ რეჟიმში ხვალიდან იუსტიციის სახლის რეგიონულ ფილიალებშიც დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო ხსნარებს, რომლითაც შენობების დამუშავება ხორციელდება, ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, იუსტიციის სახლში განმეორებითი დეზინფექცია რეგულარულად განხორციელდება. თანმიმდევრულად მივიღებთ ყველა იმ ზომას, რომელიც თანამშრომელთა და მომხმარებელთა დაცვისაკენ იქნება მიმართული", - აცხადებენ იუსტიციის სახლში.


close დახურვა