თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. მისი ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, ამიტომ თბილისის მედიცინის ინსტიტუტი პაციენტებს აღარ იღებს. ადგილზე მომუშავე მედპერსონალის ნაწილს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა, ნაწილის ანალიზის პასუხებს კი ლუგარის ცენტრიდან ელოდებიან.
კლინიკის დირექტორის გიორგი კაჭახიძის თქმით, არსებობს სამი ვარიანტი თუ საიდან შეიძლებოდა ექიმს კორონავირუსი შეჰყროდა.
„ის არის სტაციონალურის ექიმი. შეხება ამბოლატორიულ პაციენტებთან არ ჰქონია. ვისთანაც ჰქონდა შეხება აბსოლუტურად ყველა წესის დაცვით იყო. ერთი ვარიანტია პაციენტი, მეორე ვარიანტია პაციენტის ოჯახის წევრები და მესამე ვარიანტია ვინმე ჩვენი თანამშრომელი. ნაწილი პაციენტებისა და თანამშრომლების პასუხი მოვიდა და ყველა უარყოფითია. ნაწილს ველოდებით“, - აცხადებს კაჭახიძე.