logo
ENG



თბილისის მერია: 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად გაიხსნება

25 აგვ 202122:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/25/m2vul8iox1ctcn3.png

26 აგვისტოდან მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად გაიხსნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი სრულდება. 

მათი ცნობით, უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. ხვალ საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი", - თქვა კახა კალაძემ.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა.

თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. მის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდებოდა.

მაჭავარიანის ქუჩაზე ფერდის გამაგრებითი სამუშაოები თბილსის მერიამ 29 მარტს დაიწყო.


close დახურვა