9 მაისს ვაკის პარკში ტრადიციული ღონისძიებები არ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
როგორც მერიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, II მსოფლიო ომში დაღუპულთათვის პატივის მიგება მოსახლეობას ე.წ. კიკვიძის პარკში შეეძლება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი", - ვკითხულობთ განცხადებაში.