თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
კერძოდ, ნაპრალს მიწით ამოავსებენ.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, მერიამ წინაღობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღო.
„როგორც იცით, წინა კვირაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის, ერთერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა“, - განაცხადა
ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა.
თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.
ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.
მეწყერსაშიშ ზონაზე დაკვირვების შემდეგ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომაც - დასკვნაში წერია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა უნდა შეწყდეს.
ილიას უნივერისტეტის გეოლოგების განცხადებით, ლისის მთის ხილულად მოწყვეტილი ფერდის გარდა, მოძრაობს მთის ძირითადი მასაც. ეს კვლევის პირველადი შედეგია.
რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.