logo
ENG



თბილისის მერია: სითი პარკმა დავა შეწყვიტა

14 თებ 202018:51
3 წუთის საკითხავი
 
yng359b24xbi6vz.jpg

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და საარბიტრაჟო დავაზე უარი განაცხადა.

„შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები”,-ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება 2007 წელს გააფორმა, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა.

2018 წლის 10 აპრილს თბილისის მერიის ახალმა მენეჯერმა „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. „სითი პარკმა“ სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში წამოიწყო.

„თბილისის მერიის“ განცხადება


close დახურვა