logo
ENG



თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს იყიდის - კალაძე

10 ივნ 202011:52
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერია 300 ერთეულ ახალ მიკროავტობუსს იყიდის - ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ტენდერს და სრულად მოხდება არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

„მოგვიწია ბევრი პროექტის შეჩერება, პრიორიტეტების გადანაწილება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ისინი არ განხორციელდება - უბრალოდ დროში გადაიწევს. არცერთ პროექტზე არ შეგვიჩერებია ტენდერი, თუმცა ხელშეკრულებას ჯერ არ გავაფორმებთ. 150 მლნ-ზე მეტი შემოსავალი დააკლდა დედაქალაქის ბიუჯეტს, რაც აისახება პროექტების განხორციელებაზე. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებითი თანხის წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს თანხები იქნება გამოყენებული მიკროავტობუსების შესაძენად. მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე, 300 ერთეული იქნება პირველ ეტაპზე. მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


close დახურვა