logo
ENG



თბილისის მერია ყოფილი კორტების ტერიტორიას ყიდის

06 მაი 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

იპოდრომთან მდებარე  ყოფილი კორტების ტერიტორია თბილისის მერიას გასაყიდად გამოაქვს - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. ტერიტორია დაახლოებით 5 მილიონი ლარი ეღირება.

თბილისის მერის განცხადებით, ინვესტორს ჩოგბურთის კორტების აღდგენის ვალდებულება ექნება, გასაყიდად ქონება რამდენიმე დღეში გამოვა. 

„აღნიშნული ქონება საპრივატიზაციოდ გაგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენის პირობით - უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები, ასევე, უნდა მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნესკომპლექსი. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორტების ტერიტორიის გაყიდვა კახა კალაძემ თებერვალში დააანონსა.


close დახურვა