logo
ENG



თბილისის მერიამ მეტროს ვაგონების შესყიდვა დაიწყო-კალაძე

15 ოქტ 201911:59
3 წუთის საკითხავი
 
09r6uambtiye8rz.png

 

თბილისის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მეტროს გადატვირთულობის თემაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, თბილისის მერია მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვას გეგმავს.

„ჩვენ ვახორციელებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, თუმცა სამწუხაროდ დღეს ყველა რესურსი ამოწურული გვაქვს აღარ დარჩა ვაგონები, რომლის რებილიტაცია არის შესაძლებელი ამიტომ დავიწყეთ ვაგონების შესყიდვა, დაახლოებით 40 ვაგონის შეძენა ხდება,“-განაცადახა კალაძემ.

მერის თქმით, ვაგონების შეძენაში მერიას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეხმარება, მისივე თქმით, ვაგონების შეძენა 60 მილიონი აშშ დოლარი ჯდება.

კალაძე ასევე გამოეხმაურა ტაქსების რეფორმას და განაცხადა, რომ პირველი ნოემბრიდან ტაქსის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა ქიმიური წმენდის ვაუჩერი მიიღონ.

 


close დახურვა