თბილისის მერიამ თევდორე მღვდლის ქუჩაზე გარემოვაჭრეების დახლები აყარა. თბილისის მერიის თანამშრომლები და პოლიცია ადგილზე გამთენიისას მივიდნენ.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიის წარმომადგენლები აგრესიულად იქცეოდნენ.
"ისე ცუდად მოიქცნენ. ვუთხარი, რატომ აკეთებთ ამას, პურის ფული სჭირდება ხალხს, შენი საქმე არაა, ქალბატონო, წადი აქედანო", - ამბობს გარემოვაჭრე და აღნიშნავს, რომ მერიის თანამშრომლები მას შუა თითს აჩვენებდნენ.
მოქალაქეები ითხოვენ, რომ მთავრობამ ვაჭრობის უფლება მისცეს.