თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა.
დედაქალაქის მერია გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემას ავრცელებს. უწყების ცნობით, ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება აიკრძალა და შესაბამისად:
- ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით.
- ვაკის პარკიდან მოძრავ ავტომობილებს ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩების დახმარებით.
- ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.
- ვაკის პარკიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია მიშველაძის, კავსაძისა და მირცხულავას ქუჩებიდან.
- აბაშიძის ქუჩაზე ვაკის პარკიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით შენარჩუნდება ცალმხრივი მოძრაობა.
- ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია მარჯვნივ მოხვევით ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, მირცხულავას, ბაზალეთისა და ნაფარეულის ქუჩების გავლით.
- ბაზალეთის, თაქთაქიშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილება.
- ვაკის პარკიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით ყიფშიძის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელია მიშველაძის, მოსაშვილის ან აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით.
- ჭავჭავაძის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება რამიშვილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია ავალიშვილის ქუჩის დახმარებით.
- ვაკის პარკიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით მოხვედრა შეეძლებათ მიშველაძის, კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩებზე. მიშველაძე და თაყაიშვილის ქუჩები არის ცალმხრივად მოძრავი.
- აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია შემდეგი ცალმხრივად მოძრავი ქუჩებით: ბერძენიშვილი, თაქთაქიშვილი, არაყიშვილი, ბაზალეთი და ნაფარეული.