თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იბოს მეფე არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იქნება. ის პარტიამ ჩვენი გაერთიანებული საქართველო წარადგინა. ინფორმაცია ცესკო-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მისი საარჩევნო ნომერია 23.
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ნიგერიიდანაა და 30 წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს. ჰყავს ქართველი ცოლი და ფლობს ქართულ ენას.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.