მეტრო „სადგურის მოედანზე“ მგზავრი ბაქანზე ჩავარდა, რის გამოც მატარებლის მოძრაობა 12:15 წუთიდან დროებით შეჩერდა. მცირე ხნის განმავლობაში მეტრო მხოლოდ ზონალურად მუშაობდა "ახმეტელის თეატრიდან" მეტროსადგურ „დიდუბემდე“.
როგორც "ფორმულას" სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას მცირე დაზიანებები აღენიშნება და უკვე გადაყვანილია საავამდყოფოში. ამ დროისთვის მეტროს მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია.