თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა, რაც ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურმა უთხრა.
თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა დაახლოებით ერთ საათზე მეტი იყო შეჩერებული, რადგან დიდუბის მეტროსადგურში ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
ამ დრომდე მატარებლები მხოლოდ მეტროს მეორე - საბურთალოს ხაზზე მოძრაობდნენ.
კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.