ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო. მერია მოუწოდებს მგზავრებს, რომ დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია ამ მეტროსადგურების შესასვლელებში.
თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს, დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 51 993 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 37019 პაციენტი, ხოლო 423 გარდაიცვალა.