logo
ENG



თბილისის ნაწილს 31 მაისს ელექტროენერგია შეეზღუდება - ნახეთ სია

30 მაი 202122:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/30/kdic7xycejr1f10.jpg

კომპანია თელასის ინფორმაციით, 31 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

როგორც თელასის განცხადებაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, სერგი სურგულაძის, ლომინაძის, სპირიდონ ვირსალაძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის გამზირის, ბარათაშვილის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეძინის, თხინვალის, არსენას, ჩაბალის, მესხის, სულიკო ჟღენტის, ჭონქაძის, გერგეთის, სავანელის, დუმბაძის, ქიქოძის და მაჩაბლის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, აგლაძის, ვანის და გაფრინდაულის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 20:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

 


close დახურვა