logo
ENG



თბილისის ნაწილს 4 ივნისს ელექტროენერგია შეეზღუდება - ნახეთ სია

04 ივნ 202101:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/04/v3ubtnw1zid4lsu.jpg

კომპანია თელასის ინფორმაციით, 4 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

როგორც თელასის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოებია.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, შატბერაშვილის, შროშის, ჯანაშვილის, ქობულეთის, თაქთაქიშვილის, იოველ ქუთათელაძის, მცხეთის, ბესიკ ბურკიაშვილის, ნინო ჟვანიას, მარაბდის, მარუხის გმირთა, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის და კაკლიანის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის (ნაწილობრივ) და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა