logo
ENG



თბილისის ნაწილს დღეს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

21 ივლ 202308:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/gitn4rx4i9nhs0q.jpg

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იალბუზის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას,  სანდრო ეულის, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის და ნაძალადევის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ) და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ხიდის, 9 აპრილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ამაღლობელის და ტაბლიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ორხევის დასახლების, ჭირნახულის, კობახიძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, აბზიანიძის და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაღდავაძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IX კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამგორი-1 დასახლების და ჯავახეთის ქუჩის  მოსახლეობას. 


close დახურვა