logo
ENG



თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება - GWP

02 თებ 202409:33
3 წუთის საკითხავი
clock 1004
2024/02/02/x1vxjszymz030iy.jpg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:

  • კრწანისის რაიონში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩის N 14 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:45-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ნიშნიანიძე, ბარათაშვილის N 7-19 (კენტები და ლუწები).
  • ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის და საჩხერის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:00-დან 12:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ცოდნისკარის, მაღალაშვილის, საჩხერის, ტყიბულის, ხვანჭკარის, ირემაშვილის, სადმელის, ველისციხის, კაკაბაძის, გარიყულას და ბარამიძის ქუჩებს.
  • კრწანისის რაიონში,აჰმედ ჯავადის 1 ჩიხში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:00-დან 14:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მ. აბრამიშვილის ქუჩას მთლიანად, მეგობრობის, ორთაჭალის ტურფას, საცურაო აუზი "ოლიმპიკი" ახმედ ჯავადის, ბერი გაბრიელ სალოსის N1-N54, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის და აფშინაშვილის ქუჩებს.
  • სამგორის რაიონში, წყალმომარაგება შეწყვეტილი გაქვთ ჯავახეთის ქუჩის N 303 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 02/02-ის 18:00-ზე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ვარკეთილი 3-ის III მიკროს 301, 302, 303, 304, 304გ, 304ვ, კუპრაძია ქ. 24, 26, 28.

close დახურვა