logo
ENG



თბილისის ნაწილს ხვალ დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

04 სექ 202220:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/04/2rm3dt9u30kji6q.jpg

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ, 5 სექტემბერს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება.

მათი ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზრვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ვახტანგ მახალდიანის, ჩაქვის, გიორგი სააკაძის, ცოტნე დადიანის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიტაძის, ასათიანის, ბესიკის, გრიბოედოვის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოჭორმის, არბოშიკის, გლახო ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სოხუმის, ზუგდიდის, ვახუშტი ბაგრატიონის, ევდოშვილის, ცაბაძის, სანაპიროს, აგლაძის, ქუთაისის, ყიფიანის და ფოთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კახაბერ კაციტაძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა