ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, 14 მაისის 14:00 საათიდან 15 მაისის დილის 08:00-მდე თბილისის რამდენიმე რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ბარნოვის, ნაფარეულის, არაყიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის, დოლიძის, კოსტავას, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ყიფიანის, ქიქოძის, ჟვანიას, აბაშიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის ქუჩებს; მელიქიშვილის გამზირს, ჭოველიძის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანის დასახლებას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას ქ. N21-ს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.