იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება უმაღლესმა საბჭომ სხდომაზე მიიღო.
ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოში მხოლოდ ერთი განაცხადი იყო შემოსული, ისიც ჩინჩალაძის მიერ.
მიხეილ ჩინჩალაძემ აღნიშნული თანამდებობა პირველად 2017 წელს დაიკავა.