თბილისის საკრებულო თბილისის ახალი მთავრობა ძველი შემადგენლობით დაამტკიცა.
განხილვა საკრებულოში მთელი დღის განამვლობაში მიმდინარეობდა. ვითარება არაერთხელ დაიძაბა მერსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვიცე-მერის თანამდებობაზე რჩება ირაკლი ხმალაძე. მერის მოადგილეები კვლავ იქნებიან ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია.
მეორე ვადით არჩეულმა მერმა თანამდებობებზე დატოვა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებიც:
- მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვალერი ჭიღლაძე,
- ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - გიორგი აბუთიძე;
- ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ვახტანგ ლომჯარია;
- გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი;
- კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - ირაკლი გვილავა;
- იურისიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - სერგო ბირკაძე;
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი;
- მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა;
- საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე.
- უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ჭონქაძე;
- მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახური - კახა გულედანი.