logo
ENG



თბილისის საკრებულოსთან დღეს აქციაა დაგეგმილი

17 დეკ 201917:17
3 წუთის საკითხავი
 
0pop6oohz23f8b8.jpg

დღეს თბილისის საკრებულოსთან აქცია იგეგმება, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ აქციის მთავარი მოთხოვნა არის, რომ ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება.

„ევროპული საქართველს“ წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ ეს პროტესტი შედეგს არ გამოიღებს.

​ „ისევე როგორც ჩვენ პარლამენტს არ ვაძლევთ მოსვენებას, რადგან საკრებულომ აირჩია ეს გზა, რომ გადაეფაროს კუხიანიძეს საკითხში, რომელიც საერთოდ წარმოუდგენელია იყოს გამყოფი რაიმე პარტიებს შორის, ყველა ცალკეულ საკრებულოს წევრს უნდა ესმოდეს, რომ გადაეფარო კუხიანიძეს ეს არის წარმოუდგენელი, რა თქმა უნდა როგორც დღეს იყო პროტესტი ესე გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით და საკრებულოს ექნება მუდმივი დისკომფორტი“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დღეს შუადღიდან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, გათავისუფლდეს ერეკლე კუხიანიძე დაკავებული თანამდებობიდან.

 


close დახურვა