logo
ENG



თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა

29 დეკ 202018:18
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/29/3t5yx7sbp89xbdt.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი 2017-2020 წლებში მშვენიერაძის თანამდებობებვის ცვლილებაზე წერს: 

"2017 წელს ის მოსამართლეებმა 4 წლით იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს; 

2017 წელს გახდა უვადო მოსამართლე

მოგვიანებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით, მაგრამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა

შემდგომ ის იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია, 5 წლის ვადით და ეს თანამდებობაც დატოვა

აგვისტოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა 5 წლის ვადით და ეს პოსტიც დატოვა ვადაზე ადრე

ახლა ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა 5 წლის ვადით". 

ვასილ მშვენიერაძემდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ნიკოლოზ მარსაგიშვილი იკავებდა, თუმცა, 2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩია, რაც სასამართლოს თავმჯდომარეობასთან შეუთვსებელი იყო. 


close დახურვა