logo
ENG



თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იმართება

09 ნოე 201914:09
3 წუთის საკითხავი
 
jkh5l69moid7mfp.png

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინდელი მოვლენების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ 24-ვე დაკავებულის პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებულთაგან უმეტესობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ, ერთის მიმართ კი დევნა სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

სასამართლო დარბაზში იმყოფებიან „ქართული მარშის“ წევრები. მათი თქმით, დაკავებულ პირებს სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და  პროვოკაციას იწვევდნენ ის ადამიანები, რომლებსაც  ფილმზე დასწრება სურდათ.

„საერთო ჯამში, ჩვენი მომხრეები ვინც იყვნენ, ყველა იყო გამიჯნული ძალადობას და არავინ გამოიყენებდა არც ძალას არც პიროტექნიკას, ასე რომ, ჩემი ადამიანური დამოკიდებულებით მიმაჩნია, რომ უსამართლოდ არიან დაკავებულები, ვინც არიან დაკავებულები“, -განაცხადა ქართული მარშის ერთ-ერთმა აქტივისტმა.

დაკავებულების ადვოკატის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციული გადაცდომის საქმეზე და თქმით გამოძიებამ კარგად უნდა გამოიკვლიოს საქმე.

„მე ვიცი ქართული მარშის წევრები, რომლებსაც ეცვათ ქართული მარშის ფორმები და ა.შ დარღვევა არ ჰქონიათ, იქ იყო ბევრი პროვოკატორი. ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციული გადაცდომის საქმეზე და კარგად გაერკვნენ სამართალდამცავი ორგანოები ვინ იყვნენ ის პიროვნებები, შეგზავნილები მათი მხრიდან, შეგზავნილები ლგბტ ორგანიზაციების მხრიდან, თუ ეს მართლა ჩვენი აქტივისტები არიან“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

8 ნოემბერს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი ჩვენება გაიმართა, ჩვენების პარალელურად დაპირისპირება იყო კინოთეატრ „ამირანთან“, რადიკალური დაჯგუფებები, სეანსის ჩაშლას გეგმავდნენ. აღნიშნულზე სამართალდამაცველებმა 24 პირი დააკავეს, აქედან 11 „ქართული მარშის“ წარმომადგენელია.

 


close დახურვა