თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. ღამის განმავლობაში დეზინფექცია ჩაუტარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მათ შორის გაჩერებებსა და მეტროსადგურის ამოსასვლელებს. სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკის და სპეციალისტთა ჯგუფების საშუალებით ჩატარდება. როგორც მერიაში განმარტავენ, სპეციალური ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.
თბილსის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი განმარტეით, სამუშაოები გრძელდება და თბილისის ყველა უბანს მოიცავს.
"ჩავატარეთ დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და ძირითადად დამუშავდა მოსახლეობის თავდშეყრის ადგილები. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და სრულად მოვიცავთ ყველა ქუჩასა თუ უბანს",-აცხადებს ვიქტორ წილოსანი.