თბილისობის დღესასწაული გრძელდება. 12 საათიდან მოსახლეობას ცენტრალურ ადგილებზე გასართობი შოუები და სხვადასხვა ღონისძება ელოდება. მათ შორისაა რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები. ღონისძიებები მოიცავს საბავშვო კონცერტებს, ატრაქციონებს, კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მუსიკალური წარმოდგენები, კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები. წარმოდგენას დაასრულებს საჰაერო თეატრი, როკმუსიკის თანხლებით, რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმართება.