დღეიდან ქალაქს ახალი ავტობუსები შეემატება. ახალი ავტობუსების უმრავლესობა თბილისის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, ქალაქს ამ ეტაპზე 30 ახალი ავტობუსი შეემატა.
"ავტობუსები შემოდის ეტაპობრივად. წარმოდგენილი იქნა 30 ერთეული ახალი ავტობუსები. აქედან 23 ერთეული იყო 8-მეტრიანი, 7 ერთეული იყო 10-მეტრიანი. ისინი გადანაწილდა შესაბამის მარშუტებზე. 7 მარშუტი, რომელზეც ძირითად ეს ავტობუსები გადანაწილდა არის გარეუბნები. ძირითადად მიმდინარეობს ავტოპარკის ჩანაცვლება",- განაცხადა მუმლაძემ.