logo
ENG



თბილისსა და 5 სხვა ქალაქში უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

19 მარ 202215:18
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ინიციატივით, 6 ქალაქში უკრაინაში დაღუპული მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას პატივი მიაგეს.

  • თბილისი - 15:00 საათზე, პარლამენტის წინ
  • ბათუმი - 15:00 საათზე, ერას მოედანზე
  • ზუგდიდი - 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე
  • თელავი - 15:00 საათზე, ერეკლე II მოედანზე
  • სამტრედია - 15:00 საათზე, გამსახურდიას მოედანზე
  • ფოთი - 15:00 საათზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი;

ადგილებზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ ხელში უჭირავთ ყვავილები და საპროტესტო პლაკატები, წარწერებით: "პუტინი ომია", "დაასრულე ოკუპაცია ახლავე". 

თბილისი

თბილისში პარლამენტთან მივიდა საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვიც. მან დაღუპული მებრძოლების სურათები გვირგვინით შეამკო და თქვა: დიდება უკრაინას! 

დოლგოვს, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაწვეულია, სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. 

ბათუმი

უკრაინაში, ქალაქ ირპინისთვის ბრძოლაში ქართველი მებრძოლები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 17 მარტს დაიღუპნენ. დავით რატიანმა სიკვდილამდე ფრანგი სამხედროს სიცოცხლე გადაარჩინა. 


close დახურვა