logo
ENG



თბილისში, 300 არაგველსა და დიდუბეში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

12 ნოე 202114:24
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი ნებიერიძე/ფორმულა

დიდუბეში, მეტრო 300 არაგველსა და მეტრო დიდუბესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 300 არაგველზე შეკრებილები კი იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით დაიძრნენ, სადაც აქციის გაგრძელებას აპირებენ.

"საზოგადოება ხედავს, რომ იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად არის მთავარი აღმსრულებელი იმ დანაშაულებრივი ბრძანების, რომელიც მომდინარეობს ივანიშვილისგან და ქართული ოცნებისგან. რეალურად გვაყურებინებენ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ქრონიკას. გუშინდელი ვიდეოების გამოქვეყნება კიდევ ერთი დამატებითი აღშფოთების საფუძველია", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

დიდუბის მეტროს მიმდებარედ შეკრებილები კი ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ, სადაც გააგრძელებენ მოთხოვნების გაჟღერებას. 

 


close დახურვა