თბილისში, ატენის ქუჩაზე, რამდენიმე ადამიანი მოკლეს.
როგორც „ფორმულას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (მკვლელობა განზრახ მძიმე გარემოებებში) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მიმდინარეობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლულები ერთი ოჯახის წევრები არიან.