თბილისში, ბელიაშვილის სკვერში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. მედიასთან საუბარში გარდაცვლილის ნაცნობები ამბობენ, რომ ის უსახლკარო იყო.
შსს ქალის გარდაცვალებას ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ის ცნობით, გარდაცვალების მიზეზს და დროს სპეციალური ექსპერტიზა დაადგენს.