თბილისში, ერთ-ერთ კაფე-ბარში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბარში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხების თაღლითური სქემით გამოძალვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას დაუდასტურეს, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა დაკავებულთა კონკრეტული რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ფორმულა დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.