თბილისში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
პირველი არხის ინფორმაციით, ობიექტზე სატვირთო მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
თბილისში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე 1 ადამიანი დაიღუპა
09 ნოე 202414:39
3 წუთის საკითხავი