თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც "ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.