თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მარკეტ ნიკორას 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ TV პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე ცნობით, ეს შემთხვევები 2 სექტემბერს გამოვლენილ 38 ახალ ინფიცირებულს შორის არიან.
"მათ დაუყოვნებლივ გაატარეს უსაფრთხოების ზომები, შეცვალეს იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი კვლევები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში დღეს გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო დონას უკავშირდება.