თბილისში სავარაუდოდ რუსეთის ძალოვანი უწყების მანქანა გადაადგილდება. მანქანას შავი ნომერი აქვს, მსგავსი ნომრები კი რუსეთში სწორედ ძალოვან სტრუქტურების ავტომობილებს აქვთ.
მოძრაობა საქართველოსთვის წევრებმა მანქანის ფოტო პოლიციას გადასცეს. საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა აღნიშნეს, რომ ნომერი უკვე გადაცემულია და დაკავების შემთხვევაში შეატყობინებენ.
მანქანასთან დაკავშირებით ფორმულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.