ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს. 56 წლის მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან 5 წუთში გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი 3-საათიანი მალვის შემდეგ, კორპუსიდან გამოვიდა და მკვლელობა აღიარა. "ფორმულამ" სავარაუდო დამნაშავის გადაღება შეძლო. 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა საპატრულო ეკიპაჟმა ადგილზე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, რომელიც გარდაცვლილმა ვარკეთილის მე-3 ა მიკრო რაიონის ერთერთ კორპუსთან მიიყვანა, შელაპარაკების შემდეგ მძღოლი დაჭრა. 56 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის შოკურ მდგომარეობაში, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეჭვმიტანილს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.