logo
ENG



თბილისში, შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა

01 დეკ 202100:47
3 წუთის საკითხავი
clock 4086
თბილისში, შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ფორმულას თბილისი ენერჯის პრესსამსახურში უთხრეს, მოქალაქეებს სახლში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი თვითნებურად ჰქონდათ მიერთებული.

კომპანიის ცნობით, გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

"შემოწმებისას დაგვხვდა ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რომელიც ჩვენ მიერ იყო ჩახსნილი, თვითნებურად იყო მიერთებული",- ამბობენ თბილისი ენერჯიში.

დეტალებს ფორმულა შსს-ში არკვევს.


close დახურვა