საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
„ადგილზე გამოცხადდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით,
ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა.
მეხანძრე-მაშველმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.